რეზონანსი
29.10.2023

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელის ნაბიჯებმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“, რამაც, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ.

"ვაშინგტონი გვთხოვს, არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი აგრძელებენ ისრაელის მიმართ ფართო მხარდაჭერას. შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა შეტყობინებები წინააღმდეგობის ღერძს, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე“, - წერს რაისი სოციალურ ქსელში.

"წინააღმდეგობის ღერძი" გულისხმობს ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ქსელს ახლო აღმოსავლეთში და მასში „ჰამასიც“ შედის.

აშშ-ის ხელისუფლება ირანს აფრთხილებს, ისრაელ-ჰამასის ომში არ ჩაერიოს, რათა ის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×