რეზონანსი
29.10.2023

ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას შეფასებით, ქვეყანაში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, საომარი მდგომარეობაა ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთის ფრონტზე არის საბრძოლო მოქმედებები. ისრაელის ცენტრალურ ნაწილში - თელ ავივსა და მის მიმდებარე ქალაქებში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესები აღდგა.

„გაიხსნა სკოლები, საბავშვო ბაღები, ძირითადად ის შენობები, სადაც დაცულია თავშესაფარი და შეიძლება, შეიყვანო ბავშვები საჰაერო განგაშის დროს. ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფერს თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესიც, უკვე სამი კვირაა ამ მდგომარეობაში ვართ. ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში და მშვიდ გარემოში იყოს, ვიდრე იყოს გაძლებაზე ამ სტრესში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში. ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები. ეს არაა სპეცოპერაცია, ესაა ომი, რომელიც გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს. 

„აირზენას“ მიერ ფრენების აღდგენა-არ აღდგენა არ მგონია პანაცეა იყოს. მთავარია, პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით არის. ვისაც მხოლოდ პირდაპირი რეისით გამგზავრება უნდა, არის ამის საშუალება და ასევე არის კვიპროსის საშუალებით თბილისში დაბრუნების საშუალება. ჩვენთვის მთავარია, რომ პირდაპირი რეისები სრულდება თელ ავივი-თბილისი, თელ ავივი-ბათუმის მიმართულებით“, – განაცხადა ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×