რეზონანსი
28.10.2023

პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო. გამოხმობის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ხელახალი შეფასებაა.

„თურქეთის მზარდი რიტორიკის ფონზე, მე დიპლომატიურ წარმომადგენლებს მივეცი ინსტრუქცია, დაბრუნდნენ თურქეთიდან, რათა ხელახლა შევაფასოთ ისრაელი-თურქეთის ურთიერთობა". - თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა.

თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობა სრულად ცოტა ხნის წინ აღდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×