რეზონანსი
28.10.2023

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას GB News-სთან, სადაც მას საკუთარი გადაცემა ექნება. ის იმუშავებს როგორც წამყვანი, გადაცემის შემქმნელი და კომენტატორი.

მაუწყებელმა განაცხადა, რომ ის მომავალ წელს დიდ როლს შეასრულებს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის არჩევნების გაშუქებაში და უმასპინძლებს სერიებს, რომელიც აჩვენებს ბრიტანეთის ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში.

ჯონსონი ასევე წერს სვეტს Daily Mail-ისთვის.

"მე ვაპირებ ამ ახალ სატელევიზიო არხს გავაცნო ჩემი შეულამაზებელი შეხედულებები ყველაფერზე რუსეთიდან, ჩინეთი, ომი უკრაინაში, როგორ ვხვდებით ყველა ამ გამოწვევას. მე ვისაუბრებ გლობალური ბრიტანეთის უზარმაზარ შესაძლებლობებზე - ისევე როგორც გამოწვევებზე - და იმაზე, თუ რატომ არის ჩვენი საუკეთესო დღეები წინ", - დაწერა ბორის ჯონსონმა.

ჯონსონი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა 2022 წელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×