რეზონანსი
27.10.2023

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მე-12 სასანქციო პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვატარებთ. განვიხილავთ თუ როგორ შევამციროთ დანარჩენი შემოსავლები, რომლებსაც რუსეთი ევროპასა და მის პარტნიორებისთვის ალმასების ექსპორტისგან იღებს," - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა ერთობლივად მიმდინარეობს „დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტიანობის გაძლიერებაც სურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×