რეზონანსი
27.10.2023

თელ-ავივზე ნახევარი საათის შუალედით ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასის" შეიარაღებულმა ფრთამ, „ალ-კასამის ბრიგადებმა" აიღო.

„ალ-კასამის ბრიგადებმა" განაახლეს თელ-ავივის დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ", - აცხადებენ „ალ-კასამის ბრიგადებში".

გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და 3 ადამიანი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×