რეზონანსი
27.10.2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ღაზის სექტორში ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც საშუალებას მისცემს „ჰამასს" დაისვენოს, გადაიარაღდეს და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ოპერაციები გააგრძელოს.

მისი თქმით, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმების გარდა, „ჰამასი" ყოველდღე უშვებს რაკეტებს, რომლის სამიზნე ისრაელში უდანაშაულო მოქალაქეები არიან.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ეს ოპერაციები. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ მხარეებმა უნდა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზები, რაც დახმარების მიწოდების საშუალებას უზრუნველყოფს. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავეთ იმისთვის, რომ რაფაჰის გადასასვლელი გაიხსნას", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს ინფორმაცია „ჰამასის" მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზაში 50 მძევალი ემსხვერპლა და არიან თუ არა აშშ-ის მოქალაქეები დაღუპულ მძევლებს შორის, მეთიუ მილერმა უპასუხა, რომ მათ მძევლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და რომ ამერიკის ორი მოქალაქის გათავისუფლებაში კატარმა მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×