რეზონანსი
27.10.2023

ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში „ჰამასის" მიერ გატაცებული 229 ადამიანი იმყოფება. როგორც BBC იუწყება, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ისრაელმა „ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს მძევლად ადამიანების რაოდენობა რამდენჯერმე განაახლა. თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, დღეისთვის არსებული დადასტურებული მონაცემებით, სავარაუდო მაჩვენებელი 226-ს შეადგენს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×