რეზონანსი
27.10.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც უნგრეთმა თავისი გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გაგზავნოს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს წინადადება არ იყო სათანადოდ დამუშავებული და არ ჰქონდა სერიოზული მოლაპარაკებების საფუძველი, ამიტომ ჩვენ უარვყავით ეს წინადადება", - განაცხადა ორბანმა.

ორბანმა თქვა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ბრიუსელის სტრატეგია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას უკრაინაში ფულისა და სამხედრო დახმარების გაგზავნას ითვალისწინებს, ჩავარდა.

„დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა. აშკარაა, რომ ეს არ იმუშავებს. უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, საჭიროა ახალი გეგმის შემუშავება", - განაცხადა ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×