
სწორი ინვესტირებისას, კრიპტო ვალუტას გასაოცარი ამონაგების მოტანა შეუძლია. გამოცდილი ინვესტორები და ტრეიდერები ხშირად ფუნდამენტურ და ტექნიკურ ანალიზს აწარმოებენ, რომ იპოვონ საინვესტიციოდ სწორი აქტივები. თუმცა, ისინი სხვა ხელსაწყოებსაც იყენებენ, როგორიცაა რისკის მართვა და თავიანთი აქტივების ღირებულებების გამოთვლა.
ეს არ ეხება უბრალოდ ბენეფიტების პოვნას, იქნება ეს DASH კოინი თუ სხვა ნებისმიერი ქართული კრიპტო; ჭკვიანურად უნდა მიუდგეთ იმას თუ რაში ახდენთ ინვესტიციას და რა ხელსაწყოებს იყენებთ. ეს სტატია ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ხელსაწყოზე: თქვენი კრიპტო აქტივების ღირებულების გამოთვლაზე.
კრიპტო ვალუტის ღირებულების საფუძვლების გაგება
სანამ ჩავუღრმავდებით ციფრული აქტივების ღირებულების გამოთვლას, მოდით გავიგოთ თუ რა აქცევს კრიპტოს ღირებულად. ციფრულ ვალუტას ზურგს მთავრობა ან ოქროს რეზერვები არ უმაგრებს, შესაბამისად არ არსებობს სხვა ფაქტორები რაც გავლენას მოახდენს მის ფასზე. ესეც ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ კრიპტოს ღირებულებაზე
- ადაპტაცია. ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი რომელიც გავლენას ახდენს კრიპტო ვალუტაზე მისი ადაპტაციის მაჩვენებელია. თუ კრიპტო ვალუტა ფართოდ ადაპტირებულია და მას ინდივიდები და ბიზნესები იყენებენ, მაშინ კრიპტო ვალუტის აქტივის ფასი შეიძლება მით უფრო გაიზარდოს, რაც მეტი ადამიანი გადაწყვეტს მის შეძენას.
- მოთხოვნა და მიწოდება. კრიპტო ვალუტის ღირებულებაზე გავლენა შეიძლება იქონიოს მიწოდებამ და მოთხოვნამ. კრიპტო ვალუტის ღირებულება გაიზრდება თუ მიწოდება შეზღუდულია და მოთხოვნა მაღალია. საპირისპირო შემთხვევაში, თუ მიწოდება აღემატება მოთხოვნას, კრიპტო ვალუტის ღირებულება დაეცემა.
- რეგულაცია. კრიპტო ვალუტის ღირებულება ხშირად იმატებს თუკი ხელსაყრელ საკანონმდებლო გარემოშია. თუმცა, თუ პირიქით დგას საკითხი, კრიპტო ღირებულება ხშირად იკლებს.
- სოციალურ და სხვა მედიაში გაშუქება. კრიპტო ვალუტის ღირებულებაზე გავლენა შეიძლება აგრეთვე ჰქონდეს მედიაზე საჯაროობას, თუმცა ეს ყოველთვის დადებითი არ არის და ინვესტორებმა სხვა საკითხებსაც უნდა მიაქციონ ყურადღება ინვესტირების დაგეგმვის შემთხვევაში. საერთო ჯამში, პოზიტიურ მედია საჯაროობას შეუძლია გაზარდოს მოთხოვნა, მაშინ როდესაც ნეგატიურ მედია გაშუქებას მისი შემცირება შეუძლია, რაც ღირებულების კლებას იწვევს.
- სენტიმენტის ფაქტორი. ბაზრის სენტიმენტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს კრიპტო ვალუტის ღირებულებაზე. თუ ინვესტორებს გარკვეულ კრიპტო ვალუტაზე ხარული მიდგომა აქვთ, მაშინ მისი ღირებულება გაიზრდება. თუმცა, თუ საბაზრო სენტიმენტი ნეგატიურია, აქტივის ღირებულება დაეცემა.
- გამოყენება. კრიპტო ვალუტები რეალურ სამყაროში გამოყენებით, რომლებიც იძლევიან ტრანზაქციის საშუალებას, ან წარმოადგენენ ღირებულების სანახს, უფრო ღირებული არიან ვიდრე ისინი, რომლებსაც გამოყენება არ გააჩნიათ.
როგორც ხედავთ, კრიპტო ვალუტაში ინვესტირებამდე აუცილებელია ყველა ამ ფაქტორის განხილვა. ასევე არსებობს კრიპტო ვალუტის პორტფოლიოს ღირებულების განსაზღვრის გზები, რომლებმაც ინვესტორებს უნდა დაეხმარონ რომ დარწმუნდნენ, რომ ისინი ფულს არ კარგავენ.
კრიპტო ვალუტის აქტივების იდენტიფიცირება და თვალყურის დევნება
როგორც წესი, ექსპერტთა უმრავლესობა ინვესტორებს ურჩევს რომ რამდენიმე აქტივში მოახდინონ ინვესტირება რათა გაამრავალფეროვნონ თავიანთი პორტფოლიოები. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის რთულია გამოითვალონ საკუთარი აქტივების ღირებულება, რამდენადაც მათ რამდენიმე ტიპის აქტივი აქვთ. საბედნიეროდ, კრიპტო ვალუტის პორტფოლიოს ღირებულების შეფასება უფრო მარტივია ხელსაწყოებითა და პლატფორმებით რომლებიც რეალურ დროში კრიპტო ვალუტის პორტფოლიოს შეფასებაში გეხმარებათ. ეს ხელსაწყოები შემდეგია:
- Delta. ეს არის კრიპტო ვალუტის პორტფოლიოს მართვის ხელსაწყო 6,000-ზე მეტი კოინით. ის საშუალებას გაძლევთ გახსნათ რამდენიმე პორტფოლიო, თვალყური ადევნოთ თქვენს მოგებასა და დანაკარგებს და დააყენოთ ფასების მიხედვით შეტყობინებები. Delta აგრეთვე გთავაზობთ არაერთ ანალიტიკურ ხელსაწყოს და რეპორტებს, რომ დაგეხმაროთ თქვენი აქტივების უკეთესად აღქმაში. საერთო ჯამში, Delta მშვენიერი ციფრული აქტივის ღირებულების გამომთვლელი ხელსაწყოა.
- CryptoCompare. ეს არის კრიპტო ვალუტის ბაზრის მონაცემთა პლატფორმა რომელიც რეალური დროის ფასებსა და ბაზრის სტატისტიკებს გთავაზობთ. მას ასევე აქვს სიახლეები და ანალიზი, ასევე სხვადასხვა პორტფოლიოს თვალყურის დევნების ხელსაწყო. მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა პორტფოლიოები ააწყონ, თვალყური ადევნონ მოგებასა და დანაკარგებს და განსაზღვრონ ფასების მიხედვით შეტყობინებები. CryptoCompare აგრეთვე შეიცავს კომპლექსურ ფუნქციებს, როგორიცაა ისტორიული მონაცემთა ანალიზი და კოინის შედარების ხელსაწყოები. ამრიგად, CryptoCompare არის მძლავრი დამხმარე მათთვის, ვინც კრიპტოში ინვესტირებითაა დაინტერესებული.
- Blockfolio. ეს კიდევ ერთი პოპულარული კრიპტო ვალუტის პორტფოლიოს თვალყურის დევნების ხელსაწყოა რომელსაც ბევრი ფუნქცია და ბენეფიტი აქვს. Blockfoli მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ 10,000-ზე მეტ კოინსა და ტოკენს 500 ბირჟაზე. მათ შეუძლიათ მექანიკურად შეიყვანონ თავისი აქტივები ან დაუკავშირდნენ თავიანთ ბირჟის ანგარიშებს რომ ავტომატურად მოხდეს პორტფოლიოების სინქრონიზაცია. მეტიც, აპი გთავაზობთ რეალურ დროში ფასისა და ბაზრის მონაცემებს, სიახლეებსა და შეტყობინებებს, აგრეთვე მრავალ დამატებით ფუნქციას. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კრიპტო პორტფოლიოს თვალყურის დევნების ხელსაწყოა.
სიიდან ხელსაწყოს არჩევამდე, ან საკუთარი კვლევის ჩატარებისა და სხვა პლატფორმების არჩევამდე, დარწმუნდით, რომ შერჩეული აპის შესახებ მეტი ინფორმაცია გაქვთ.
კრიპტო ვალუტის აქტივების ღირებულების დაანგარიშება
რამდენადაც ახლა თქვენ იცით, რომ არსებობს კრიპტო გამომთვლელი ხელსაწყოები კრიპტო აქტივების ღირებულებების გამოსათვლელად, მოდით შევიტყოთ თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ხელსაწყოები. პორტფოლიოს ხელსაწყოების უმრავლესობა ერთმანეთის მსგავსად მუშაობს, ამიტომაც გაწვდით მარტივ ინსტრუქციას:
- დაამატეთ თქვენი კრიპტო აქტივები. პირველ რიგში შეიყვანეთ კრიპტო ვალუტები რომლებსაც ფლობთ. შეიყვანეთ თითოეული კრიპტო ვალუტის ოდენობა რომელსაც ფლობთ და ფასი რომელიც გადაიხადეთ მათში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოიცვათ ნებისმიერი დამატებითი ტრანზაქცია, როგორიცაა ყიდვა ან გაყიდვა, რომ უფრო ზუსტად ასახოთ თქვენი აქტივები, თუკი ხელსაწყო ამის საშუალებას იძლევა.
- შეამოწმეთ თქვენი პორტფოლიო. პორტფოლიოების თვალყურის დევნების პროგრამული უზრუნველყოფების უმრავლესობა გაჩვენებთ თქვენს აქტივებს აშშ დოლარში, თუმცა ეს შეგიძლიათ პარამეტრებში შეცვალოთ.
- თვალი ადევნეთ ნებისმიერ ცვლილებას. მოახდინეთ თქვენს საკუთრებაში არსებული კრიპტო ვალუტების ცვლილებების მონიტორინგი, რომ ნახოთ, რომ თქვენი პორტფოლიო კარგად მუშაობს მომგებიანობის კუთხით. თქვენ შეგიძლიათ ფასებზე შეტყობინებები დააყენოთ.
საჭიროების შემთხვევაში დაარეგულიროთ. განაახლეთ თქვენი პორტფოლიოს თვალყურის დევნების ხელსაწყო თუკი ახალი ტრანზაქციები განახორციელეთ.
საბოლოო ჯამში, არსებობს სხვა კრიპტო ვალუტის ღირებულების შეფასების მეთოდები, თუმცა პორტფოლიოს თვალყურის სადევნი ხელსაწყოების გამოყენება ყველაზე მარტივი გადაწყვეტაა.
კრიპტო ვალუტის აქტივების საგადასახადო შედეგები
ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული რამ რასაც თვალი უნდა ადევნოთ კრიპტო ვალუტის აქტივების ფლობისას არის გადასახადები. როგორც წესი, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული რეგულაციები გამუდმებით იცვლება, ამიტომ ინვესტორებს უნდა ესმოდეთ ამონაგების გამო საგადასახადო შედეგები.
ქვეყნების უმრავლესობაში, კრიპტო ვალუტების დაბეგვრა საგადასახადო მიზნებისთვის ქონების მსგავსად ხდება. კრიპტო ვალუტების გაყიდვიდან და გაცვლიდან მიღებული ნებისმიერი მოგებისა და ზარალის ჩაწერა უნდა მოხდეს თქვენს საგადასახადო დეკლარაციაში.
გრძელვადიანი კაპიტალს მოგების საგადასახადო განაკვეთები, რომლებიც როგორც წესი უფრო ნაკლებია ვიდრე მოკლევადიანი განაკვეთები, შესაძლოა დაწესდეს თუკი კრიპტო ვალუტას მის გაყიდვამდე ან გაცვლამდე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობთ. თუმცა, თუ აქტივებს მათი შეძენიდან ერთი წლის ფარგლებში გაყიდით ან გაცვლით, თქვენ შესაძლოა უფრო მაღალი, მოკლე ვადიანი კაპიტალური მოგების საგადასახადო განაკვეთებს დაექვემდებაროთ. ამრიგად, სამართლებრივი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, შეისწავლეთ თქვენი ქვეყნის წესები.
კრიპტო ვალუტის აქტივების მართვის სტრატეგიები
კრიპტო ვალუტების ცნობილი არასტაბილურობის გათვალისწინებით, მათი მართვა დიდი გამოწვევაა. თუმცა, არსებობს რამდენიმე ძალიან მოსახერხებელი სტრატეგია რომელიც შეგიძლიათ მოიკვლიოთ და გამოიყენოთ. ესენია:
- HODLing. ეს "ჰოლდინგს" ნიშნავს, თუმცა ბევრი ინვესტორი არასწორად წარმოთქმულ სახელს ეძახის HODL. ეს კრიპტო ვალუტის ინვესტორებს შორის გავრცელებული ტექნიკაა, და მოიცავს კრიპტო ვალუტების შეძენასა და დაკავებას, განსაკუთრებით ბაზრის ტურბულენტურობის მომენტებში, იმ იდეით, რომ მათი ღირებულება დროთა განმავლობაში გაიზრდება.
- სტოპ ლოს ორდერები. ეს ტექნიკა მოიცავს კონკრეტული ფასის დაწესებას რომელზეც თქვენ ავტომატურად გაყიდით თქვენს აქტივს იმ შემთხვევაში, თუ ფასი კონკრეტულ ზღვარს მიღმა დაეცემა.
- დივერსიფიკაცია. ეს მეთოდი შესაძლოა დაგეხმაროთ თქვენი პორტფოლიოს მნიშვნელოვანი დანაკარგებისგან დაცვაში იმ შემთხვევაში, თუკი ერთი კონკრეტული ვალუტა მკვეთრ ღირებულების კლებას განიცდის. მოახდინეთ ინვესტირება რამდენიმე აქტივში რომ თავიდან აირიდოთ დიდი დანაკარგები.
- რებალანსირება. კიდევ ერთი სტრატეგიაა, რომ პერიოდულად მოახდინოთ თქვენი პორტფოლიოს რებალანსირება გამოთვლილი ღირებულებიდან გამომდინარე. ეს მეთოდი მოიცავს თქვენი იმ გარკვეული აქტივების გაყიდვას კრიპტოში რომლებიც მნიშვნელოვნად აფასდა და ხელახალ რეინვესტირებას კრიპტო ვალუტებში რომლებიც შესაძლოა საკმარისად დაფასებული არაა.
მიუხედავად თქვენს მიერ არჩეული სტრატეგიისა, თქვენ კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს. ამრიგად, ჩაატარეთ თქვენი კვლევა და დარწმუნდით, რომ მეთოდი რომელსაც აირჩევთ შეესაბამება თქვენს მიზნებსა და რისკის ტოლერანტობას.
დასკვნა
ნებისმიერ ინვესტორს შეუძლია გამოთვალოს საკუთარი კრიპტო ვალუტის აქტივების ღირებულება. ეს საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ თქვენი პორტფოლიოს მუშაობის მონიტორინგი, მიიღოთ კარგი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, და დარჩეთ საგადასახადო მოთხოვნების საქმის კურსში.
პორტფოლიოს თვალყურის სადევნი ხელსაწყოებითა და ჭკვიანი მართვის პრაქტიკების დანერგვით, თქვენ შეგიძლიათ უკეთ მართოთ თქვენი ციფრული აქტივები და თქვენი წარმატების შანსები გაზარდოთ უკიდურესად არასტაბილურ კრიპტო ვალუტის ბაზარზე. აგრეთვე აუცილებელია გამოიყენოთ რისკის მართვის ხელსაწყოები და თვალი ადევნოთ ბაზრის ცვლილებებს.
რაც შეეხება გადასახადებს, თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ რომ საკმარისად გესმით საკითხი, უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ პროფესიონალთან, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თუ რა გადასახადებს ექვემდებარებით.