რეზონანსი
26.10.2023

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა ღაზაზე თავდასხმებმა დიდი ხანია, გადალახა თავდაცვის ზღურბლი და ხოცვა-ჟლეტაში, ბარბაროსობაში გადაიზარდა

როგორც მედია წერს, „ერდოღანმა გააკრიტიკა ევროკავშირი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებისგან თავის არიდების გამო".

„არავინ არ უნდა მოელოდეს ჩვენგან ჩუმად ყოფნას, ვიდრე ჩვენ თვალწინ ხდება სისასტიკე. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ ევროკომისიამ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს? კიდევ რამდენი ბომბი უნდა ჩამოვარდეს ღაზაში, რომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ მიიღოს ზომები? ისინი, ვინც ადვილად გასცემენ განაჩენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს, 19 წელია, უგულებელყოფენ ღაზაში ჩაგრულთა სიცოცხლის უფლებას", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×