რეზონანსი
26.10.2023

გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც საერთო განაკვეთი 9,9 პროცენტია, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსოფლიოს ბანკის უახლეს ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშში, საქართველო მე-7 ადგილზეა გლობალურ დონეზე ბიზნესის კეთების მხრივ. საქართველო ასევე ბევრ ღირებულ შეთავაზებას სთავაზობს ინვესტორებს. მაგალითად მოგების მოდელი, კომპანიები არიან გათავისუფლებული კორპორაციული გადასახადისგან. 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არსებობს, სადაც შეიძლება პროდუქციის წარმოება, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს, რომ მიმზიდველი ადგილი გახდეს ბიზნესის კეთებისთვის. დღეს საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ევროპულ ბიზნესს საქართველო სთავაზობს შესასვლელ გზას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში , არამედ სთავაზობს გასასვლელ ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში. ჩვენ ვთავაზობთ კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო კომპანიებს, რაც მათ ხარჯებს შეამცირებს", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×