
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოგვიწვია მე და ჩემი ევროპელი კოლეგა ელჩები, რათა გაეზიარებინა ჩვენთვის მომდევნო კვირებისთვის არსებული გეგმები, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ცალსახაა, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კვირები იქნება. 8 ნოემბერს ველოდებით გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს რეკომენდაციებით, წლის ბოლოს კი, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირი 27 წევრი სახელმწიფო უმაღლეს დონეზე - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი გეგმავს იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ევროკავშირის თვალსაზრისით, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც საჭიროა, რომ ყველამ ძალიან გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელშია. ის ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს. მნიშვნელოვან, დაინტერესებულ მხარეებთან რამდენიმე შეხვედრაც ჰქონდა. ახლა ერთიანობის დროა. ყველამ ერთი