რეზონანსი
25.10.2023

აშკარად მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ოლივერ ვარჰეის განცხადება არის ამის გამოხატულება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. აშკარად მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ოლივერ ვარჰეის ეს განცხადება არის ამის გამოხატულება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეკემბერში იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და ჩვენს ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი",- აღნიშნა კობახიძემ.

ოლივერ ვარჰეი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ევროინტეგრაციის გზაზე ყველანაირ მხარდაჭერას მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×