რეზონანსი
24.10.2023

მწე­რა­ლი და დრა­მა­ტურ­გი ლაშა ბუ­ღა­ძე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წყვეტს. ამის შე­სა­ხებ მან ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"დღეს და­ვას­რუ­ლე ჩემი რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან, სა­დაც ცხა­დია ლე­ვან წუ­ლა­ძი­სა და ეკა მაზ­მიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ ცო­ცხა­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბის იმე­დი არ მაქვს და, შე­სა­ბა­მი­სად, არც დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი. ჩემ­თვის და­უ­ვი­წყა­რი იყო ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან ერ­თად შექ­სპი­რის ტექ­სტის ადაპ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის დას­მა სა­ი­უ­ბი­ლეო ფეს­ტი­ვალ­ზე ითა­მა­შა ლონ­დონ­ში, შექ­სპი­რი­სა­ვე "გლო­ბუს­ში".

ლე­ვან წუ­ლა­ძის "რო­გორც გე­ნე­ბოთ" - ბრწყინ­ვა­ლე სპექ­ტაკ­ლი იყო და ალ­ბათ სა­უ­კე­თე­სოც იმ მრა­ვალ შექ­სპირ­ში, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რულ "გლო­ბუს­ში" წარ­მო­ად­გი­ნეს... ასე­ვე მახ­სენ­დე­ბა მო­ლი­ე­რის "ტარ­ტი­უფ­ზე" მუ­შა­ო­ბა და პი­ე­სე­ბის კი­თხვის კვი­რე­უ­ლე­ბი... მათ შო­რის, კი­თხვა-დის­კუ­სი­ე­ბი, "9 პი­ე­სა ომზე" - გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, სა­დაც ახა­ლი ავ­ტო­რე­ბის ხმე­ბი გა­ის­მა...

მარ­თა­ლია, არც ლე­ვან წუ­ლა­ძეს და არც ეკა მაზ­მიშ­ვილს დაფ­და­ფე­ბის­თვის არ შე­მო­უკ­რავთ თა­ვი­ან­თი წას­ვლის დეკ­ლა­რი­რე­ბით, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ისე­თია, რო­გო­რიც არის: კულ­ტუ­რის იმ კლა­ნურ-რეპ­რე­სი­უ­ლი და უი­დეო, უვი­ცი პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში, რაც დღეს არის, მათი დარ­ჩე­ნა თე­ატ­რში შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. და ბუ­ნებ­რი­ვია, ჩე­მიც.

მი­თუ­მე­ტეს, კულ­ტუ­რის სრუ­ლი­ად უკულ­ტო­რო კო­მის­რის მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში. მის მძვინ­ვა­რე უკულ­ტუ­რო­ბა­ზე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ კი ალ­ბათ თა­ვად­ვე იტყვი­ან თუ მო­უნ­დე­ბათ.ცხა­დია, ჩემი სო­ლი­და­რო­ბა მათ. და მად­ლო­ბა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრს. პი­ე­სებს კი სხვა­გან წა­ვი­კი­თხავთ და სხვა სივ­რცე­ე­ბის­თვის დავ­წერთ..." - წერს ბუ­ღა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×