რეზონანსი
24.10.2023

ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის, ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში. მიზანი ერთია - ის პრეზიდენტთან ერთად ღია მოქმედებას იწყებს საერთაშორისო დონეზე, რათა ქართულმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" პირობებში არ მოიპოვოს სტატუსი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი მათთვის ნიშნავს მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, რაც მათ, როგორც დესტრუქციულთა მომავალ პოლიტიკურ გეგმებში არ ჯდება.

„ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში. მიზანი ერთია - ის პრეზიდენტთან ერთად ღია მოქმედებას იწყებს საერთაშორისო დონეზე, რათა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოიპოვოს სტატუსი. სტატუსი მათთვის ნიშნავს მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, რაც მათ, როგორც დესტრუქციულთა მომავალ პოლიტიკურ გეგმებში არ ჯდება. მინაწერი: სინამდვილეში 0-ზე გამრავლებული ნებისმიერი რიცხვი 0-ია. მიმატება და გამრავლების ტაბულა მაინც არ გისწავლიათ Dames-ი სკოლაში?“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×