რეზონანსი
23.10.2023

პირველი შეხვედრა უკვე გვქონდა ფინეთის დელეგაციასთან. ჩვენმა კოლეგებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ფინეთისგან საქართველოს უკვე აქვს უპირობო მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფინეთის დელეგაციასთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო.

„საპარლამენტო დელეგაციებს შევხვდებით და კიდევ ერთხელ ვესაუბრებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერა და გადაწყვეტილება, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პირველი შეხვედრა უკვე გვქონდა ფინეთის დელეგაციასთან. პრინციპში, ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. ჩვენმა კოლეგებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ფინეთისგან საქართველოს უკვე აქვს უპირობო მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მოველით, რომ სხვა დელეგაციებისგანაც იქნება იგივე. ვისაუბრეთ რეფორმებზე, იმ პროგრესსა და გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრების მხრიდან ურთიერთგაგების ძალიან მაღალი დონეა", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში იმყოფება, სადაც ხვალ ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტი გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×