რეზონანსი
23.10.2023

ამას ჰქვია მიზანმიმართული მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ისინი აქტიურად ახორციელებენ, - „სტრატეგია აღმშენებლის“ მიერ ALDE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა შეაფასა.

„ჯერ ერთი, ამ ხალხს აბსოლუტურად არ მიუღია მონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში და ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს ძალისხმევა საერთოდ იყოს უგულებელყოფილი პარტნიორების მხრიდან და მცდარი ინფორმაციების მიწოდებით ცდილობენ მცდარი განწყობა შექმნან პარტნიორებში, თითქოს საქართველოს არაფერი გაუკეთებია და არის მცდელობა, რომ დამატებითი წინაპირობები დაუყენონ საქართველოს იმისათვის, რომ ევროპული მომავლისთვის გადავდგათ წინ ნაბიჯი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბრიუსელის პოლიტიკური გადაწყვეტილების მოახლოებას პარალელურად, დღეს, ბუქარესტში მიმდინარე ALDE-ს პარტიების საბჭოზე, საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტი საკმაოდ კრიტიკულია და მას მხარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე უჭერს. რეზოლუციაში მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხიც მოხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×