რეზონანსი
23.10.2023

თვეში ოთხი რეისი და გადავსებული ბორტი - გერმანიაში არალეგალურად მყოფი ქართველების სამშობლოში დაბრუნება შეუქცევადი პროცესი ხდება.   "პირველები" ესაუბრა ადამიანს, ვინც დეპორტაციის საორგანიზაციო საკითხებშია ჩართული. ირმა ცირამუა ყვება, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში წასვლის მიზეზად მძიმე სოციალურ მდგომარეობას და უმუშევრობას ასახელებენ. მისი განმარტებით, ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გერმანიას თავშესაფარს სთხოვენ.

ძირითად შემთხვევაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ან კიდევ მკურნალობის გამო, რომლის ჩატარებაც ალბათ ფინანსებთან დაკავშირებით შეუძლებელია საქართელოს ტერიტორიაზე. ძირითადად, თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი არის ან სამედიცინო ან კიდევ სამსახურთან დაკავშირებით.  ხშირად ხდება ხოლმე იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი თუკი უკან დაბრუნდებიან, არც სახლი ხვდებათ და არც არანაირი საშუალება არ აქვთ ვინმესტან მაინც დროებით იცხოვრონ. ძალიან გაიზრდა ნაკადი თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. დღეში 3-ან 4 რეისამდე ბოლო წლებია არის დეპორტები, - ამბობს  „ფრონტექსის“ ადამიანის უფლებების დდამკვირვებელი გერმანიაში ირმა ცირამუა.

ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეპორტების გახშირება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, ხელისუფლება  მათ დასახმარებლად არცერთ პროგრამას არ აამოქმედებს.

საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში წასულ ჩვენს თანამოქალაქეებს შორის, ყველაზე მაღალია სწორედ ახალგაზრდა ადამიანების წილი და ასეთ ხალხს „ლელოს“ სთავაზობს, რომ აქ, ადგილზე, საქართველოში შეიქმნას სტაჟირების პროგრამები, ასაქმების ხელშემწყობი პროგრამები, რომელიც ამ ადამიანებს დაუბრუნებს უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ასეთი ხალხისთვის არაფერს აკეთებს. პირიქით, „ქართული ოცნება“ ამ ხალხს ეუბნება, რომ დატოვონ საქართველო და ამის გამოძახილია ის, რომ უახლოეს პერიოდში მხოლოდ 100 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა ქვეყანა, - ამბობს საბა ბუაძე. 

გერმანიის კანცლერმა პირდაპირ თქვა, რომ არალეგალური მიგრაციის კონტროლი უნდა გამკაცრდეს და პირველ ეტაოპზე ვისაც სასწრაფო დეპორტაჩია შეეხება, საქართველოს და მოლდოვას მოქალაქეები იქნებიან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×