რეზონანსი
23.10.2023

"რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს რომ გადაეფარა მთელი სახელმწიფოს სისტემა, ბებუასთან დაკავშირებით რა პრობლემა არის," - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მაჯგალაძე აფხაზეთში, ტყვეობაში მყოფ ირაკლი ბებუას საკითხს.

მანჯგალაძის თქმით, ბებუას დანაშაული არ ჩაუდენია და 8-9 წლით დააპატიმრეს. მანგალაძე ამბობს იმასაც, რომ საკითხის მოგვარება შესაძლებელია მოხდეს აფხაზებთან საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით დალაპარაკებით.

რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს რომ გადაეფარა მთელი სახელმწიფოს სისტემა, ბებუასთან დაკავშირებით რა პრობლემა არის, რომ აფხაზებს საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით ველაპარაკოთ ამ საკითხზე. იმ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია, რომ 8-9 წლით იმსახურებდეს პატიმრობას, მითუმეტეს 3 წელი გავიდა უკვე. რატომ არ ხდება საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება ამ ადამიანის გათავისუფლებისთვის, რას აბრალებენ დაწვაო აფხაზეთის დროშაო, ადამიანი არ არსებული დროშის გამო არის პასუხისმგებლობაში მიცემული", -ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მაჯგალაძე.

შეგახსენებთ, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზეთში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×