რეზონანსი
22.10.2023

სა­ქარ­თვე­ლო თე­ი­რან­ში "3+3“ ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არას­დროს მი­უ­ღია.

"სა­ქარ­თვე­ლო არ მო­ნა­წი­ლე­ობს აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ში და არც არას­დროს მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 23 ოქ­ტომ­ბერს, ორ­შა­ბათს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის, ირა­ნის, რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი ირან­ში, თე­ი­რან­ში "3+3 ფორ­მატ­ში“ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თა­ვენ.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში "მტკი­ცე მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი პლატ­ფორ­მის“ - "3+3" შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა 2020 წელს გა­ნა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნულ ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რა პირ­ვე­ლად 2021 წელს გა­ი­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლო არც მა­შინ დას­წრე­ბია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×