რეზონანსი
21.10.2023

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, საქართველოს პორტებში მომსახურება არც ერთ სანქცირებულ გემს არ გასწევია.

გრიგოლ ლილუაშვილმა ამომწურავად ისაუბრა იმ პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების შესახებ, რაც ხორციელდება საქართველოს პორტებში, რათა ქვეყნის საზღვაო აკვატორია სანქციებისგან თავის ასარიდებლად არ იყოს გამოყენებული.

„ფოთში შემოსული გემების აბსოლუტური უმრავლესობა ექვემდებარება სკრინინგს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შექმნილი ცენტრის მიერ, სადაც მორიაგირე ქართული უწყებების წარმომადგენლებთან ერთად არიან ჩვენი პარტნიორების წარმომადგენლებიც. საქართველოს არც ერთ პორტში, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომ ტვირთის გადმოცლის, საბაჟო ან საპორტო მომსახურება გასწეოდეს სანქცირებულ გემს", - განაცხადა ლილუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×