რეზონანსი
21.10.2023

9 თვეში საქართველომ ტრაილერების გატარებით 134.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოს დერეფანში 384 149 ტრანზიტულმა ტრაილერმა გაიარა. მათ შორის, მხოლოდ სექტემბერში გზის საფასური 46 007-მა სატვირთომ გადაიხადა. მათ მიერ ბიუჯეტში 16.1 მლნ ლარის შეტანა მოხდა.

წლიურ ჭრილს თუ შევხედავთ, მხოლოდ სექტემბერში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი 2.83 მლნ ლარით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის დერეფანით 6 800-ით მეტმა სატვირთომ ისარგებლა.

გზათსარგებლობის საფასური თვეების მიხედვით:

იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი

თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი

მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი

აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი

მაისი - 16 861 665 ლარი / 48,176 სატრანზიტო ტრაილერი

ივნისი - 16 455 903 ლარი / 47,017 სატრანზიტო ტრაილერი

ივლისი - 15 202 578 ლარი / 43 436 სატრანზიტო ტრაილერი

აგვისტო - 16 433 413 ლარი / 46 952 სატრანზიტო ტრაილერი

სექტემბერი - 16 102 752 ლარი / 46 007 სატრანზიტო ტრაილერი

ცნობისთვის, საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×