რეზონანსი
21.10.2023

კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დღეს დილით, კვიპროსის დედაქალაქში, ისრაელის საელჩოსთან პატარა ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 17-დან 21 წლამდე ასაკის, წარმოშობით სირიელი, ოთხი მამაკაცი დააკავა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიქოზიაში, საელჩოს შესასვლელიდან, დაახლოებით, 30 მეტრში აფეთქდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×