რეზონანსი
20.10.2023

ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გენოციდის ტოლფასი ოპერაციები, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რეგიონს სჭირდება სიგიჟისგან გადარჩენა, რომელსაც მხარს უჭერენ დასავლური ძალები და მედია.

ერდოღანის განცხადებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია საავადმყოფოების, სკოლების, მეჩეთების და ეკლესიების დაბომბვით.

„ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას ისრაელის მიმართ, არასოდეს გააფართოოს თავისი თავდასხმების ფარგლები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ოპერაციები, რომლებიც გენოციდს უტოლდება. გვჯერა, რომ ჩვენი რეგიონი მიაღწევს მუდმივ სტაბილურობას ახალი მექანიზმების ჩამოყალიბებით, რომლებიც გარანტირებული იქნება მუსლიმების, ებრაელების, ქრისტიანების და ამ მიწებზე მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×