რეზონანსი
20.10.2023

თითოეული ხელმოცარული ოპოზიციონერი, პარლამენტსა თუ პარლამენტს გარეთ, რადიკალები, ყველა ემზადება, მაგრამ ვითომ თავს იკატუნებენ, რომ არაფერი იციან, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

იგი სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა საქმეზე, რომელიც სახელმწიფო არეულობის მოწყობის გეგმას უკავშირდება.

„თითოეული ხელმოცარული ოპოზიციონერი, პარლამენტსა თუ პარლამენტს გარეთ, რადიკალები, ყველა ემზადება, მაგრამ ვითომ თავს იკატუნებენ, რომ არაფერი იციან. ერთი-ერთში ხომ ჯდება. ის რომ არის, ლიაკა, რუსული ფულით რომ ფინანსდება და მეორე, ჩახდილი ზურაბა - ესენი ხომ ერთი სცენარით მოქმედებენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ძალოვანი სისტემის წარმომადგენლებს, საზოგადოების ცალკეულ ნაწილს, სხვადასხვა ფენას. რატომ? - ერთი მიზანი და ამოცანა აქვთ, რომ საქართველოში დაძაბულობის კერა შექმნან და ამით რევოლუციური სცენარი განავითარონ, ხელისუფლებაში მოვიდნენ", - აღნიშნა ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×