რეზონანსი
20.10.2023

ზო­მი­ე­რი და პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა უნდა ვა­წარ­მო­ოთ, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რე­თაც, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

„არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ გა­მო­რი­ცხავს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, ჩვენს ქვე­ყა­ნას არ ვგუ­ლის­ხმობ, ირ­გვლივ რე­გი­ონს ვგუ­ლის­ხმობ.

მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მისი მო­რე­ა­გი­რე უწყე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მათ შო­რის, ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თი­თო­ე­ულ უწყე­ბას გა­წე­რი­ლი აქვს სცე­ნა­რი, მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვა­ში, მოგ­ვი­წევს, მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ. 100 პრო­ცენ­ტი­ა­ნი და­ზღვე­ვა, ამის მავ­ნე გავ­ლე­ნას ვგუ­ლის­ხმობ, სა­ქარ­თვე­ლოს კი არა, უდ­გას ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნას რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს.

გა­წე­რი­ლი აქვს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რა­გე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, მკურ­ნა­ლო­ბა, მათ შო­რის, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სქე­მა, სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა კო­ვი­დის დროს მი­ვი­ღეთ.

თავ­შე­საფ­რე­ბის გა­მო­ყო­ფაც მათ შო­რის, თუმ­ცა, ეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა მა­შინ, თუკი ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, პირ­და­პი­რი დარ­ტყმა ხდე­ბა. თავ­შე­სა­ფა­რი არ გვიშ­ვე­ლის მაგ შემ­თხვე­ვა­ში. ამი­ტომ ჭკვი­ა­ნად უნდა ვი­ყოთ, ზო­მი­ე­რი პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა ვა­წარ­მო­ოთ, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რე­თაც", - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×