რეზონანსი
19.10.2023

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია. ამის შესახებ ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშშია ნათქვამი.

კერძოდ, ევროკომისია აღნიშნავს, რომ წინა, მეხუთე, ანგარიშში მათ რეკომენდაცია გასცეს, რომ საქართველომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა მთლიანად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაუთანაბროს, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერებისა და საქმიანობის შემაფასებელი კანონმდებლობა მიიღოს და განახორციელოს.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს არ დაუწყია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების დამატებითი შემოწმების შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, კანონმდებლობის მომზადების პროცესი..

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×