რეზონანსი
19.10.2023

ნასაკირალის უღელტეხილზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრები გეგმიურ დიალეზზე მიდიოდნენ. დაშავებულები ოზურგეთის კლინიკა ‘’მედალფაში’’ გადაიყვანეს, საიდანაც მათი იმ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა, სადაც დიალეზის მომსახურებას მიიღებენ. – დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.  აღენიშნებოდათ მოტეხილობები და თავის ტვინის ტრავმა. “მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია” – აღნიშნა კლინიკა ‘’მედალფას’’ დირექტორმა დავით მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×