რეზონანსი
19.10.2023

საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით არ გააჩნია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების უფლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„თუ პრეზიდენტი მოინდომეს რომელიმე პარტიაში გაერთიანებას, მაშინ არჩევნების წინ პრეზიდენტის თანამდებობიდან უნდა გადადგეს და შეუერთდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს ან ირიბად მოახდინოს ეს მხარდაჭერა, ისე რომ უშუალოდ არ იყოს ჩართული ამ პოლიტიკურ პროცესში", - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

პოლიტიკურ კულუარებში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის სასარგებლოდ გააქტიურდება. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიასთან ერთად ვიხილოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×