რეზონანსი
19.10.2023

კანონმდებელი თუ მიიჩნევს, რომ კლოუნადაში მონაწილეობს, მე არ მივიღებდი მონაწილეობას. ასეთი აღქმა რომ მქონდეს, შევწუხდებოდი, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა პარლამენტში, სადაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

მაია ბითაძე გამოეხმაურა „გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, სადაც მან პარლამენტს კლოუნადა უწოდა.

„არ ვიცი, რა გირჩიოთ ჩვენს კოლეგებს „გირჩიდან", საკანონმდებლო ორგანოში ხართ და კანონმდებლები ხართ, კანონმდებლობა სამართალს ეყრდნობა. სამართალი მთელ მსოფლიოში ასეთია, მთელ პლანეტაზე ასეა. რაც შეეხება კლოუნადას, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კანონმდებელი თუ მიიჩნევს, რომ კლოუნადაში მონაწილეობს, მე არ მივიღებდი მონაწილეობას. ასეთი აღქმა რომ მქონდეს, შევწუხდებოდი", - განაცხადა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×