რეზონანსი
19.10.2023

თუ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტმა ისევ დაარღვია კონსტიტუცია, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის კონსტიტუციის სხვა ნორმასაც დაარღვევს, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„თუ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტმა ისევ დაარღვია კონსტიტუცია, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის კონსტიტუციის სხვა ნორმასაც დაარღვევს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში უკვე მივიღებთ სრულიად წარმოუდგენელ ვითარებას, როდესაც პრეზიდენტი პატივს არ სცემს არც კონსტიტუციურ ნორმებს, არც სასამართლოს გადაწყვეტილებას. არ აქვს მნიშვნელობა იმას, შეიძლება მას მოსწონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაძლოა - არა, მაგრამ მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა, დაიცვას სასამართლოს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ იგი ამას არ გაითვალისწინებს, ბუნებრივია, ჩვენ კონსტიტუციის სხვა ნორმების დარღვევასთან გვექნება საქმე", - განაცხადა კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×