რეზონანსი
19.10.2023

უკვე დადგენილი ფაქტია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია, რაც ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროთ პროკურატურასთან. ზოგადად, თუკი ვინმე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია დაიწყოს გამოძიება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჩემთვის პირადად, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა ის, რომ უკვე არის დადგენილი ფაქტი, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია", - აღნიშნა ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×