რეზონანსი
18.10.2023

რა ვითარებაა ისრაელში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წასვლიდან 3 წუთში თავდასხმები დაიწყო - როგორც "კურიერის" კორესპონდენტი თელ-ავივიდან იუწყება, საჰაერო განგაშის ხმა ადგილზე რამდენიმე წუთის წინაც ისმოდა. მისი თქმით, მთელი დღე ბაიდენის ვიზიტის დროს იყო სიწყნარე, თუმცა მისი ქვეყნიდან წასვლისთანავე შეტაკებები განახლდა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრიდან 5 კილომეტრამდე გაიზარდა რადიუსი და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არავითარი სახის აწარმოებს.

ამასთან, ისრაელმა გადაწყვიტა, ხელი არ შეუშალოს ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

წყარო: „რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×