
როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასში" განუცხადა,აშშ-ს ელჩმა გამოხატა სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დაამყაროს მჭიდრო კონტაქტი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან
ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ძალიან ძლიერი ელჩი ჰყავს საქართველოში.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო გაცნობითი შეხვედრა, გვქონდა პირადი კომუნიკაციის შესაძლებლობაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ძალიან ძლიერი ელჩი ჰყავს საქართველოში. განსაკუთრებით ახლა, ამ მომენტში, როდესაც არის ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც ასევე პირდაპირ არის ბმაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან. ამაში, ბუნებრივია, აშშ-ს როლი განმსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩმა გამოხატა სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დაამყაროს მჭიდრო კონტაქტი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციურ პარტიას, ბუნებრივია, მასთან მჭიდრო კავშირი გვექნება იმ გეოპოლიტიკურ უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, რომელიც ჩვენ ქვეყანას ელოდება და განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ბედს", - განაცხადა ბოკუჩავამ.