რეზონანსი
18.10.2023

პრეზიდენტმა დაკარგა ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო ის კონსტიტუციის დამრღვევად. ლეგიტიმაცია დაკარგა ასევე მას შემდეგ, რაც გაექცა და არ უპასუხა კითხვებს [პარლამენტში], - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„პრეზიდენტმა დაკარგა ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო ის კონსტიტუციის დამრღვევად. ლეგიტიმაცია დაკარგა ასევე მას შემდეგ, რაც გაექცა და არ უპასუხა კითხვებს [პარლამენტში]. ჩვენი [„ქართული ოცნების"] საზრუნავი ამ ადამიანთან დაკავშირებული საკითხები ნამდვილად არ არის და ვერ იქნება, გაცილებით უფრო დიდი ამოცანები და მიზნები გვამოძრავებს. ეს პირველ რიგში არის ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილი არც აქამდე იჯდა და ამ პროგრესს ხელს ვერ უშლიდა და არც ამის შემდეგ იქნება და ხელს ვერ შეუშლის. ვინც რადიკალიზაცია სცადა ქართულ პოლიტიკაში, რადიკალიზაცია საკუთარ პარტიაში და საქმიანობაში მიიღო და პრეზიდენტისთვისაც ამ სცენარის გაგრძელება იქნება", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×