რეზონანსი
18.10.2023

ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი გახდა და დღეს როგორც „ნაცების" პრეზიდენტი ისე გაფორმდა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილმა ვოიაჟების შემდეგ საზოგადოების წინაშე თავი ანგარიშვალდებულად არ ჩათვალა, რომ ერთგვარი ანგარიში ჩაებარებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. კითხვებს არ უპასუხა. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მიზანია ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის მისი კონკრეტული მიზანი და ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ იმპიჩმენტის პროცედურას იმიტომ ვიწყებდით, რომ ამის ლუსტრაცია მოგვეხდინა საზოგადოებისთვის და ეს ლუსტრაცია დღეს გაფორმდა. ის თავისი პოზიციებით, სიტყვებითა და ყველაფრით ერთი-ერთში შემთხვევაა „ნაციონალური მოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი შემადგენელი ნაწილი გახდა და დღეს როგორც „ნაცების" პრეზიდენტი გაფორმდა", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×