რეზონანსი
18.10.2023

თავიდან ვფიქრობდი, არ მიმეღო კენჭისყრაში მონაწილეობა, მაგრამ მივხვდი, რომ არანაირი იმპიჩმენტი არ იქნებოდა და აბსურდის თეატრი იყო, რასაც ბოლო 2-3 კვირაა თვალს ვადევნებთ - წინააღმდეგ მივეცი ხმა, - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კენჭისყრაზე დასწრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მიხვდა, იმპიჩმენტის საფრთხე არ იდგა.

„გეგონება, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოგვარებული იყოს, არანაირი პრობლემა არ არსებობდეს და ხალხს მეტი დარდი არ ჰქონდეს, რომ აი პრეზიდენტი ვიღაცას შეხვდა და დაგვექცა ქვეყანა და დაგვემხო თავზე კონსტიტუცია, აბსურდი და რეალობას მოწყვეტილი იყო მთელი ეს პროცესი და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ აბსურდის წინააღმდეგი ვიყავი", - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×