რეზონანსი
18.10.2023

სწორედ შუა დერეფნის თემაა მთავარი დღეს რაზეც საომარი არის ლელო და ის გადარჩება, რადგან სწორ პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ამ შუა დერეფნის ინტერესია მთავარი და არა ის, რომ ჩინეთმა რაღაცა მმართველობის სქემა შეცვალოს საქართველოში. ზუსტად ეს არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებისა და განვითარების მომავალი სტრატეგია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მსოფლიოს მშვიდობიან არქიტექტურაზე და არა იმაზე, რაც ახლა ხდება. ცეცხლის ალია ჩვენ გარშემო და ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს. ჩვენი რესურსით ვერ ჩავერთვებით და გავლენას ვერ მოვახდენთ იმდენს ამ სიტუაციაზე, რომ რამე შეიცვალოს რადიკალურად.

ოპოზიცია ემზადება იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. რა სუს-ს აკრიტიკებთ?! იმიტომ რომ ზუსტი მასალები მოიპოვა როგორ ამზადებენ ახალგაზრდებს უბედურებისთვის", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×