რეზონანსი
18.10.2023

"ლიბერთის" კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სპეციალურად სოციალური ბარათის მფლობელებისთვის შეიქმნა. დღეიდან, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მარტივად დაფარონ კომუნალური გადასახადები "ლიბერთის" ბანკომატში, თანხის განაღდებისა და შემდგომ გადახდის ოპერაციის განხორციელების გარეშე!

მომსახურების დადებითი მხარეები მხოლოდ ამით არ სრულდება, ასევე:

- კომუნალურების დაფარვას ბანკომატის დახმარებით აქვს ნულოვანი საკომისიო;

- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს უკვე დარეგისტრირებული აქვს აბონენტის ნომრები, ბანკომატი ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე დარეგისტრირებული აბონენტის იმ ნომრებს, რომლებზეც დავალიანება ფიქსირდება;

- ბანკომატის საშუალებით შესაძლებელია არა მთლიანი თანხების გადახდაც: ლარების და თეთრების (პირობითად, 15.33 ლარის).

"ლიბერთის მიზანია გავაუმჯობესოთ და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება ჩვენს მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ, დავნერგეთ კიდევ ერთი სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას მისცემს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაფარონ კომუნალური გადასახადები ბანკომატიდანვე, ნულოვანი საკომისიოთი", - განაცხადა დავით მესხიძემ, "ლიბერთის" ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×