რეზონანსი
18.10.2023

მთავარი საზრუნავი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა, დამასანქცირებენ თუ არა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, თითქოს უკრაინა კახა კალაძის დასანქცირებას აპირებს.

„ვიცით, რომ გგულშემატკივრობთ და ჩემ გამო ნერვიულობთ. მინდა, დაგამშვიდოთ, არაფერი სანერვიულო არ არის, მე თავად არ ვნერვიულობ ამაზე, ამიტომ ჩემზე არ იდარდოთ, ჩემს თავს როგორმე მივხედავ. სხვა პრიორიტეტებია ქვეყანაში. ხედავთ, მსოფლიოში რა ხდება, რამხელა უბედურება ტრიალებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა. დამასანქცირეებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და თქვენც ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ", - განაცხადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×