
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი.
ამ წუთებში საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოდის წარდგინების ავტორი, ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პროცედურასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა, 15-წუთიანი რეგლამენტით მიმართოს პარლამენტს, ასევე იქნება კითხვების დასმის შესაძლებლობა. გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან" შევიდა წერილი, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ სხდომას და არ ესწრებიან.
წინასწარ ცნობილია, რომ იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობა და „ევროპელი სოციალისტები" დაუჭერენ მხარს. პარალელურად, პრეზიდენტმა ოპოზიციას მოუწოდა - სხდომა გამოტოვონ და „გარეთ დადგნენ"
ცნობისათვის, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო.