რეზონანსი
18.10.2023

როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იქნება და ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ცოტა უცნაურია, როცა ხან ერთი და ხან მეორე გადაწყვეტილება ისმის. ცოტა დამაბნეველია, ხან ამბობს, ჯერ მოუხსნის, შემდეგ ამბობს - არას. კარგი არ არის პოზიციების ხშირი ცვლილება. იმედია, პრეზიდენტი არგუმენტებს იტყვის და თავის გადაწყვეტილებას ახსნის. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იყოს და ეს გადაწყვეტილება მიიღო, ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა", - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×