რეზონანსი
17.10.2023

მე არ წამიკითხავს სამი მოსამართლის მოსაზრება და ძალიან მეეჭვება, რომ დადონ რამე, რაც განსხვავდება ადვოკატების უნიათო მტკიცებულებებისგან, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ერისთვის იღწვის და ამიტომ უნდა დაარღვიოს კონსტიტუციის მუხლი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რასაკვირველია, პრეზიდენტის სიმბოლო, სახელებისა და გვარების გარეშე, არის ერის წარმომადგენლობა და სინდისი, იმდენად, რამდენადაც მას უნდა ჰქონდეს საერთო სახალხო მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა მივიღე და დროშით წინ წაგიძღვებით - ამ სიტყვებს, რაც ქალბატონმა სალომემ წარმოთქვა, არანაირი წონა არ აქვს და გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს. როდესაც უშვერი სიტყვებით გაგინებს ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დღეს მხარში გიდგას; როდესაც შენს ამომრჩევლებს ეუბნები, რომ მომივარდითო, რეალურად კი ამ ადამიანებს სულ სხვა მიზნები პათოსი აქვთ; რომ შენ ხალხთან ხარ, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა - ამ თემებმა დააგროვა საზოგადოებაში ერთგვარი უარყოფითი მუხტი და დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ

პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×