რეზონანსი
17.10.2023

"ზოგის შვილებს დანიშნავენ იუსტიციის საბჭოს წევრებად, ზოგის ოჯახის წევრებს ბიზნესებს დაულაგებენ, ზოგს რაღაც ტრანზაქციებს განუხორციელებენ ოფშორებში ჩინჩალაძის მეშვეობით," - ასე აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახლადდანიშნულ წევრებს შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შვილის არჩევას.

ზაზა თავაძე ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს გაურიგდა და პირველი ჯილდო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადგენისთვის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მიიღო და მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩიეს. 

როგორ ხედავთ ამას, გუშინ იყო საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება. იმ 6-მა მოსამართლემ, რომელმაც ხელი მოაწერა, ფაქტობრივად, საქართველოს ევროინტეგრაციის იმპიჩმენტს, ერთ-ერთის შვილი ინიშნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. ამაზე კომენტარი ზედმეტია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სავარაუდო გარიგებას ჰქონდა ადგილი ამ 6 მოსამართლესთან, ალბათ, ზოგის შვილებს დანიშნავენ იუსტიციის საბჭოს წევრებად, ზოგის ოჯახის წევრებს ბიზნესებს დაულაგებენ, ზოგს რაღაც ტრანზაქციებს განუხორციელებენ ოფშორებში ჩინჩალაძის მეშვეობით, რისთვისაც დასანქცირებული იქნა აშშ-ის მიერ,“ - ამბობს ზაზა თავაძე.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი დღეს აირჩია, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლის შვილი, რომელმაც გუშინ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ხვიჩა კიკილაშვილის შვილი პარლამენტმა დღეს 90 ხმით აირჩია. არადა, საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით 17 მაისს გამართულ პირველ კენჭისყრაზე ხვიჩა კიკილაშვილის შვილს ასარჩევად ერთი ხმა დააკლდა - გოგა კიკილაშვილი - 89 მომხრე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×