რეზონანსი
17.10.2023

სააკაშვილის ნახმარი ბოტასის გარდა, სხვა შეთავაზება არ გაქვთ საზოგადოებისთვის? - ამ კითხვით მიმართა "ოცნების" წევრმა გია ცაგარეიშვილი ენმ-ს დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცაგარეიშვილის თქმით, ცოცხალი ადამიანისთვის მემორიალური ოთახის გახსნა, არის ფეტიშიზმი და ეს 21-ე საკუნეში არის უბედურება.

რამდენიმე დღის წინ, თქვენ ზარ-ზეიმით გახსენით ცოცხალი ადამიანის მემორიალური ოთახი და შემდეგ იქ ტაშ-ფანდური გამართეთ. დააწყვეთ მისი ნივთები და ჰოი, საოცრებავ, ნახმარი ბოტასებიც მიაბრძანეთ იქ და დააბრძანეთ. ეს პარტიული ფეტიშიზმი, რომელიც უბედურება არის, 21-ე საუკუნის 20-იანი წლებია ადამიანებო. რითი ხართ დაკავებულები? მე-12 წლისთავზე, სააკაშვილის ნახმარი ბოტასის გარდა, სხვა შეთავაზება არ გაქვთ საზოგადოებისთვის?". - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე.

პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ ოფიციალური დადგენილება გამოიტანა პარლამენტში და განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობა ხვალ სხდომათა დარბაზში ზუსტად 12 საათზე დაიწყება. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და სურვილი გამოთქვა, რომ თავადაც გამოვიდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×