რეზონანსი
17.10.2023

ეს პლატფორმა და აზრი არ მომწონს, რადგან არ ვიცი, ამით რისი მიღწევა უნდათ. რუსეთიდან რომ ფული გერიცხება, თან სოლიდური და გაუგებარი თანხა, ეს ვითომც არაფერია, ამ დროს კი, სხვას ედავები რუსეთთან ურთიერთობას, ჩემთვის ეს გაუგებარია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ „დროასთან“ ერთად შექმნა მონა.ჯის პლატფორმა, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლების მიმართ ბრძოლის ეს მეთოდი მისთვის მიუღებელია.

„ხელისუფლება იმდენ რამეზეა საკრიტიკებელი და იმდენი ვინმე შეიძლება, ვამხილოთ, ამ ფორმით ცოტა გაუგებარია. ოპოზიცია ცოტა სხვაგვარად უნდა იბრძოდეს, ეს ის გზა და მეთოდი არ არის, რაც ჩემთვის მისაღებია“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×