რეზონანსი
17.10.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,43 ათასი ტონა, რაც 1,49 ათასი ტონით ანუ 9,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15,94 ათასი ტონა) შედარებით. 

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 3,70 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 3,16 ათასი ტონა (18,1%); გერმანია - 2,10 ათასი ტონა (12%), აზერბაიჯანი - 1,13 ტონა (6,5%);  და სხვ.

2023 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,5 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 2,3%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (94,7 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტის 42,8%  (39,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 25% (23,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 13,9% (12,9 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 9,6% (8,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან,  8,6% (8,0 ათასი ტონა) - მალტიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×