რეზონანსი
17.10.2023

გარიცხავენ თუ არა "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიასა და ბაჩო დოლიძეს - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" იმგვარადაა მდგომარეობა დაძაბული, რომ ცალკეული ადამიანების გარიცხვის საკითხი მეორეხარისხოვანია.

პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება.

"უკვე მნიშვნელობა არ აქვს, როგორ კრავენ წიხლს ერთმანეთს ამ პარტიის პოლიტიკური დაჯგუფებები. მთავარი ისაა, რომ ურთიერთობები იმ დონემდე დაიძაბა, რომ იქ შეუძლებელი გახდა არათუ ცალკეული ადამიანების ერთობლივი მუშაობა, არამედ, პრაქტიკულად - ამ დაჯგუფების არსებობაც. ამიტომ, აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, [მელიას] გარიცხავენ, თუ არ გარიცხავენ... მანამდე დაასწრებს... გავა, თუ რას იზამს,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

თავად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" საკითხზე კონსულტაციებს უარყოფენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×