რეზონანსი
17.10.2023

ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შემთხვევაში, ირანი ახალი ფრონტის გახსნით იმუქრება. შესაბამისი განცხადება ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომელიც დოჰაში იმყოფება და ყატარის მაღალი რანგის ჩინოსნებსა და ჰამასის ლიდერებს შეხვდა.

„ირანი მოვლენების განვითარებას გვერდიდან, გულგრილად ვერ უყურებს, თუ ამერიკა თავის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის - ომის მასშტაბის გაზრდა გარდაუვალი იქნება. ეს თუ მოხდება, ისრაელის გარდა, დიდი ზარალი შეერთებულ შტატებსაც მიადგება, მეორე ფრონტის გახსნის ალბათობა საათობრივად მატულობს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ აბდოლაჰიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×